Tuesday, December 8, 2009

1. პროექტის სახელი: ,, გზამკვლევი ტურისტებისათვის” ( ,,Guide For Tourists “)
2. პროექტის მოკლე აღწერა : გზამკვლევის შექმნა ტურისტებისათვის, სადაც ინფორმაცია იქნება მოცემული საქართველოზე, მის რეგიონებსა და კუთხეებზე.
3. პროექტის სრული აღწერა : ციფრული ფორმატის კრებულში დეტალურად იქნება აღწერილი მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია საქართველოს და მისი რეგიონების გეოგრაფიულ მდებარეობაზე, კლიმატზე, იქ არსებულ ღირშესანიშნაობებსა და ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე. ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამა თუ იმ რეგიონის თავისებურებებსა და დამახასიათებელ თვისებებზე. მოძიებული ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტში.
4. მოსწავლეთა ასაკი / კლასები : 13- 17 წელი ; VIII- XII კლასები
5. ვადები / ხანგრძლივობა : 3 თვე
6. პროდუქტის შესაძლო აქტივობები კლასში : გარკვეული მითითებების მიცემა, წყაროების მითითება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, ორგანიზება, თარგმნა ინგლისურ ენაზე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც უნდა შეიქმნას : მოსწავლეები შეიტყობენ მათთვის სასარგებლო ინფორმაციას თავიანთი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მის რეგიონებზე, ტრადიციებზე, კულტურულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, მათ ისტორიაზე, კულტურაზე, ამა თუ იმ რეგიონის კლიმატურ თავისებურებებზე . შეიძენენ ისტის დახმარებით ინფორმაციის მოძიების უნარს. ინფორმაციის კლასიფიცირებას. შემდეგ კი მათ მოუწევთ ამ ყველაფრის უცხო ენებზე (ინგლისურად, რუსულად და ა.შ. თარგმნა). პროდუქტი კი იქნება ტურისტებისათვის გამოსაყენებელი გზამკვლევი. შესაძლებელია გზამკვლევის ელექტრონული ვერსიის ვიკიპედიაში განთავსება.
8. სასარგებლო სხვებისთვის : დაინტერესებული პირები და განსაკუთრებით კი ტურისტები გამოიყენებენ მას საქართველოში მოგზაურობისას. იქ მოცემული დეტალური ინფორმაციის საშუალებით ისინი უფრო მიზნობრივად დაგეგმავენ საქართველოში მოგზაურობას, ამასთანავე, წინასწარ ექნებათ გარკვეული წარმოდგენა ქვეყანაზე.
9. სამუშაო ენა : ქართული, ინგლისური, რუსული
10. საგნებთან კავშირი / სასწავლო გეგმასთან კავშირი : გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, უცხო ენები, ისტის საშუალებების გამოყენება
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი : ხათუნა ხვედელიძე, 187-ე საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: xxvedelidze187@gmail.com
14. პროექტის ფორუმი :
15. პროექტის ვებგვერდი :

No comments:

Post a Comment